პსვ ეინდჰოვენმა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ტურინის „იუვენტუსს“ აჯობა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ნიდერლანდურმა კლუბმა პირველი მატჩი სტუმრად 1:2 წააგო, მაგრამ შინ სიტუაცია შეცვალა. პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში პსვ-მ ზეწოლა გაზარდა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო: ივან პერიშიჩმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. „იუვემ“ 10 წუთში ტიმოთი ვეას ეფექტური გოლით გაათანაბრა და საქმე მშვიდად მიჰყავდა სასურველ შედეგამდე, მაგრამ 74-ე წუთზე დაცვა ჩავარდა, გოლი კი, საიბარიმ მეორე გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა.
ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, დამატებით დროში კი, 98-ე წუთზე ფლამინგომ მესამე გოლი გაიტანა, ისევ დაცვის ცუდი თამაშის შედეგად. დარჩენილ დროში ტურინელებს ორჯერ შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს, 1:3 წააგეს, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდნენ.
სხვათა შორის, „იუვემ“ ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ პსვ-სთან მატჩით დაიწყო (3:1 გამარჯვება ფაზის პირველ ტურში) და მასთან მარცხით დაასრულა. ტურინელებმა ორჯერ აჯობეს ეინდჰოვენელებს, მაგრამ საკვანძო თამაში წააგეს...
"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა ყოველთვის მოახერხა (11-დან 11-ჯერ), როცა პლეი-ოფის პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ ამჯერად ეს ვერ შეძლო...
პსვ ეინდჰოვენი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ინტერს“ ან „არსენალს“ შეხვდება. 1/16-ფინალიდან კი, სამივე იტალიური გუნდი გავარდა, „იუვე“, „მილანი“ და „ატალანტა“, თანაც ორი მათგანი ნიდერლანდურ და ერთიც ბელგიურ კლუბთან, რაც კატასტროფული შედეგია.
პსვ ეინდჰოვენი - „იუვენტუსი“ 3:1 დ.დ (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3
გოლები: 1:0 პერიშიჩი (53), 1:1 ვეა (63), 2:1 საიბარი (74), 3:1 ფლამინგო (98)