მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. კარლო ანჩელოტის გუნდმა მანჩესტერში კარგად დაწყებული საქმე მადრიდში ბოლომდე მიიყვანა.
„რეალმა“ პირველი თამაში 3:2 მოიგო, მეორე 3:1 და პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო.
„სამეფო კლუბმა“ მაგრად აჯობა მეტოქეს, გმირი კი, კილიან მბაპე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი „სანტიაგო ბერნაბეუსა“ და „კამპ ნოუზე“ შეასრულა.
მბაპემ პირველ ტაიმში ორჯერ გაიტანა, მეორე ნახევარში მესამეც მიაყოლა. სტუმრებმა ბოლოს გაქვითეს ერთი გოლი, ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო. "რეალისთვის" წინ მერვედფინალია, სადაც „ატლეტიკოს“ ან „ლევერკუზენს“ შეხვდება.
„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:1 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 6:3
გოლები: 1:0 მბაპე (4), 2:0 მბაპე (33), 3:0 მბაპე (61), 3:1 ნიკო გონსალესი (90)