„პარი სენ-ჟერმენისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტანტი და მისთვის კარგად ნაცნობი „ბრესტი“ იოლი ლუკმა გამოდგა და ორი მატჩის ჯამში 10:0 გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ამ ტურნირზე უგოლო სერია შეწყვიტა.
პსჟ-მ „ბრესტს“ სტუმრად 3:0 მოუგო, ხოლო შინ 7:0 გააცამტვერა. კვარამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გოლი 39-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გაიტანა, როცა ანგარიში 2:0 გახადა. ეს კვარაცხელიას მესამე გოლია ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში, პირველი 2022 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე გოლი გაიტანა (დამოუკიდებლობის პერიოდში).
გარდა ამისა, ხვიჩა საგოლე პასითაც გამოირჩა, სწორედ მისი გადაცემით გაიტანა 18 წლის სენი მაიულუმ, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ასე რომ, ქართველს შედეგიანი თამაში ჰქონდა.
პსჟ-ს მხრიდან ასევე გაიტანეს, ბრედლი ბარკოლამ, ვიტინიამ, დეზირ დუემ, ნუნუ მენდეშმა და გაბრიელ რამოშმა.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში ბევრად რთული გამოცდის წინაშე დადგება, რადგან „ლივერპულს“ შეხვდება ან „ბარსელონას“ შეხვდება. ფრანგული გუნდი მეტოქის ვინაობას 21 თებერვალს წილისყრის შედეგად შეიტყობს.