დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. გერმანულმა გუნდმა ეს საკითხი პირველივე მატჩში გადაწყვიტა, როცა ლისაბონში „სპორტინგი“ 3:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია.
„სიგნალ იდუნა პარკზე“ გუნდები უგოლოდ დაშორდნენ. ყველაზე კარგი შანსი გასატანად სერჰუ გირასის ჰქონდა, მაგრამ პენალტი ზუსტად ვერ დაარტყა.
საბოლოოდ, „დორტმუნდმა“ ორი მატჩის ჯამში 3:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა, სადაც „ლილს“ ან „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.