ფეხბურთი

22:51 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "პსჟ-ს შემოთავაზებაზე არაფერი ვიცი, რომც ყოფილიყო, არ მაინტერესებს"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი კლუბის შეცვლას არ აპირებს, არც ახლო მომავალში და არც მერე.

როგორც მან თქვა, უყვარს „ბარსა“ და ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს:

„არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რამდენად მიყვარს ეს კლუბი. ამას ყოველთვის ვამბობდი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ორივე მხარეს სურს, ეს მოხდება. პსჟ-ს შეთავაზებაზე არაფერი ვიცი, მაგრამ შემოთავაზებაც რომ მოსულიყო, გარშემომყოფები არც მეტყოდნენ. ეს იმიტომ, რომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მაქვს და სხვა კლუბში წასვლა შეუძლელებია, „ბარსელონასთვის“ ყველაფერი უნდა გავაკეთო“, - თქვა იამალმა.

0.119707