სტამბოლის „გალათასარაის“ და „ფენერბაჰჩეს“ მატჩს უცხოელი მსაჯი იმსაჯებს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიუსმანოღლუმ გაავრცელა.
„ბევრი მსაჯი გვყავს, ვინც შეძლებს მსგავსი მატჩის მართვას, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ საკამათო სიტუაცია არავისთვის შევქმნათ. ყოველგვარი დისკუსიის თავიდან ასაცილებლად, დერბის უცხოელი არბიტრი იმსაჯებს“, - თქვა მან.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება მსაჯი, მაგრამ მედიაში დასახელდა სლავკო ვინჩიჩის და იშტვან კოვაჩის ვარიანტები.
ბოლო დროს თურქეთში მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალი ძალიან არაერთხელ მოხდა, რასაც უკავშირდება ეს გადაწყვეტილება. „გალათასარაი“ – „ფენერბაჰჩეს“ მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.