დავით სხირტლაძე იბერია 1999-ის ფეხბურთელია.
გამოცდილ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია. ბოლოს ის თურქულ ქოჩაელისპორში თამაშობდა, მანამდე კი დინამო თბილისში, დანიურ ვიბორგში, სილკებორგში და ორჰუსში, ასევე, პოლონურ არკა გდინიაში ასპარეზობდა.
დავით სხირტლაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა, სადაც 4 მატჩი აქვს ჩატარებული.