ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩი „ბენფიკასა“ და „მონაკოს“ შორის დრამატული გამოდგა.
შეხვედრა 3:3 დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში პორტუგალიელებმა 4:3 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ამ თამაშში ორი კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა: მსაჯს „ბენფიკას“ ფანებმა ფული შესთავაზეს, მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების სანაცვლოდ.
75-ე წუთზე მთავარი მსაჯი გლენ ნიუბერგი VAR-ის მონიტორთან მივიდა, როცა „ბენფიკას“ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნას განიხილავდა. ამ დროს მონიტორთან ახლოს მყოფმა ერთ-ერთმა ქომაგმა 10 ევროს კუპიურა გამოაჩინა და სიმბოლურად არბიტრს სთავაზობდა სასარგებლო გადაწყვეტილების სანაცვლოდ.
იგივე განმეორდა რამდენიმე წუთში, როცა უკვე „ბენფიკას“ სასარგებლოდ დანიშნულ პენალტს მსაჯი მონიტორზე არჩევდა. ამ დროს მას 50 ევრო შესთავაზეს. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური შეთავაზებები იყო და არა რეალური ქრთამი, მაგრამ სასაცილოც, რადგან ამ გულშემატკივრებზე ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობს.