ფეხბურთი

18:50 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯუდ ბელინგემი მსაჯის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დასაჯა.

ინგლისელი ფეხბურთელი პამპლონას „ოსასუნასთან“ მატჩის პირველ ტაიმში ხოსე ლუის მუნუერა მონტერომ გააძევა და აღნიშნა, რომ ბელინგემმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე იმსჯელეს და ბელინგემი ლა ლიგის მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს. ის „რეალს“ 23 თებერვალს „ჟირონასა“ და 2 მარტს, „ბეტისთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

As-ის ინფორმაციით, „რეალი“ აპირებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებას, რადგან მადრიდულ გრანდში ამტკიცებენ, რომ ჯუდს მსაჯისთვის შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემმა 20 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.119097