მადრიდის "რეალის" ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ენდრიკს და არდა გიულერს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის დატოვება სურთ.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა SPORT-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით ფეხბურთელები სათამაშო დროით უკმაყოფილონი არიან, რის შესახებაც კარლო ანჩელოტის უკვე აცნობეს. მიუხედავად ამისა, მათი სიტუაცია არ იცვლება, რის გამოც ორივე მათგანს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის დატოვება უნდათ.
18 წლის ენდრიკს "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი აქვს ჩატარებული (ჯამში 400 წუთი) და მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება არდა გიულერს, მან 27 მატჩის ჩატარება მოხერხა (ჯამში 967 წუთი) და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.