რომის პროკურატურა "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გასამართლებას მოითხოვს. როგორც ცნობილი ხდება, მას ბრალი ფინანსურ მაქინაციებში ედება, საუბარია 2019-2021 წლებში განხორციელებულ ტრანსფერებზე.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA- ავრცელებს. წყაროს ცნობით რომის პროკურატურა ასევე დე ლაურენტისის ახლო მეგობრის და მისი მარჯვენა ხელის ანდრეა კიველის გასამართლებასაც ითხოვს.
გეტყვით, რომ გამოძიება მიმდინარეობს ტრანსფერებში ფულის გათეთრების საკითხზე.საქმე ეხება კოსტას მანოლასის "რომადან" ტრანსფერს და ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" დამატებას.