News

16:40 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან ჰოიდონკი: "ფეიენოორდი" გატეხილი იყო, მაგრამ იდიოტი ტეო ერნანდესი ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა"

როტერდამის „ფეიენოორდის“ ყოფილი თავდამსხმელი პიერ ვან ჰოიდონკი ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ფეიენოორდი“ გატეხილი იყო, მაგრამ ტეო ერნანდესმა უშველა, რომელსაც ვან ჰოიდონკმა იდიოტი უწოდა:

„კიდევ ერთი გიჟური ევროპული ღამე იყო. ამდენი ტრავმით და ნახევარ წუთში გაშვებული გოლით „ფეიენოორდი“ გატეხილი იყო, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ის იდიოტი ტეო ერნანდესი გამოჩნდა ჩვენს დასახმარებლად. უპრეცედენტო შედეგია, ფანტასტიკურია. ასეთ ტურბულენტურ პერიოდში ამას არავინ ელოდა“, - თქვა ვან ჰოიდონკმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „ფეიენოორდის“ მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში როტერდამელებმა 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი იყო ტეო ერნანდესის გაძევება, რომელმაც 51-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის სცენარიც სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა.

0.125853