ქართველი მოკრივე ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში იბრძოლებს, ის თავის სადებიუტო ორთაბრძოლას მშობლიურ ქალაქ რუსთავში 15 მარტს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქართველმა მოკრივემ დაადასტურა. მისი მეტოქე განელი ბერნარდ აბეი იქნება, რომელსაც კარიერაში ხუთიდან, ხუთი გამარჯვება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული 63,5 კილოგრამში ასპარეზობს, მან ოლიმპიურ თამაშებზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ასევე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორიც გახლავთ.