ფეხბურთი

15:00 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და საფეხბურთო კარიერას "გაგრაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ გაგრას აღზრდილია. ამას გარდა, სხვადასხვა დროს იგი მარიუპოლის, ჩერნომორეცის, გენკის, ესკიშეჰირსფორის, კრასნოდარის, ანორთოსისისა და აპოელის ღირსება იცავდა 2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ბოლოს ოქრიაშვილი "TFA DUBAI" -ში თამაშობდა, მან არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონატი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება ოქრის სანაკრებო კარიერას, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს გამართული. შემტევის ანგარიშზე 13 გოლია და იგი ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113204
სარეკლამო ადგილი - 99
X x X