ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ბრიუგესთან“ მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა.
მან ადემოლა ლუკმანი გააკრიტიკა, რომელმაც გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ პენალტი გააცუდა. როგორც გასპერინიმ თქვა, ლუკმანი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პენალტისტია, ვინც ოდესმე უნახავს.
„უცნაური მატჩები იყო, ჩემპიონთა ლიგა ეპიზოდების ტურნირია და დღესაც გოლი ძალიან სწრაფად გავუშვით. მათ მომენტები ძალიან კარგად გამოიყენეს, პირველი ტაიმის 0:3 წაგება ნამდვილად უსამართლობა იყო. მთლიანობაში გუნდმა ძალიან ღირსეულად ითამაშა. პირველი ტაიმი 2:1 უნდა მოგვეგო, სამაგიეროდ, 0:3 წააგეთ...
ლუკმანს პენალტი არ უნდა დაერტყა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პენალტისტია, რომელიც ოდესმე მინახავს. გოლის გატანას შემდეგ მას სურდა დარტყმა, ბურთი რეტეგის და დე კეტელარეს წაართვა. რაც მან გააკეთა, არ მომეწონა და პენალტი ნამდვილად ძალიან ცუდად დაარტყა.
ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ გაცუდებულმა პენალტმა გუნდის ენთუზიაზმი შეანელა. ამ მომენტში ალტერნატიული ფორვარდი არ გვყავს, რის გამოც სხვა სათამაშო თვისებებს ვერგებით“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბრიუგემ“ „ატალანტას“ ორივე მატჩი მოუგო, საკუთარ მოედანზე 2:1 და სტუმრად 3:1. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ბელგიურმა კლუბმა პლეი-ოფში იტალიური კლუბის ბარიერი დაძლია.