ფეხბურთი

13:46 | 19.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკი დე იონგმა შესაძლოა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს

კატალონიის "ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც გამოცემა Teamtalk-ი იტყობინება 27 წლის ფეხბურთელით "ლივერპულია" დაინტერესებული და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის გადასაბირებლად იბრძოლებს. წყაროს ცნობით "მერსესაიდელები" დე იონგის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან, საუბარია ფეხბურთელსა და "ბარსელონას" შორის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ბარსელონას" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. მას მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 2 გოლის და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

0.116862