დღეს გვიან ღამით ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური მატჩები გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ბრესტს" უმასპინძლებს.
ფრანგული გამოცემის მიერ მატჩის სავარაუდო შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, თუმცა Sofascore-ის და WhoScored-ის ვერსიებში ქართველი კვლავ ძირითადს მიღმაა და მის ნაცვლად სასტარტოში ბარკოლა მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს და "ბრესტის" პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში კვარაცხელიამ სათადარიგოდან დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.