UFC-ის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან განცდილი მარცხის შემდეგ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ოქტაგონში დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.
"ყველაფერი კარგადაა თავს უკეთ ვგრძნობ. ღმერთმა 18 გამარჯვება მარგუნა და მხოლოდ ერთხელ მარგუნა დამარცხება, ამ ყველაფრიდან მხოლოდ უნდა ვისწავლო, ეს კარგია ჩემთვის. ეჭვგარეშეა, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები. ვაპირებ ოქტაგონში ზაფხულში დავბრუნდე და დავუმტკიცო ყველას ჩემი შესაძლებლობები." -დაწერა უმარმა მის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვარს მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.