კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ესპანურ გამოცემა MUNDO DEPORTIVO-თან კომენტარი მსაჯების ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. მისი თქმით მსაჯები ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ და მათი პროფესია ძალიან რთულია.
"მსაჯობა რთული პროფესია, ისინი ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ვიღაც ყოველთვის უკმაყოფილო რჩება და ჩივიან.ვფიქრობ წუწუნს უნდა შევეშვათ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ბარსელონას გასახდელში ამ ყველაფერზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ ჩვენს საქმეზე და განვითარებაზე." - განაცხადა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.