„მილანის“ გენერალურმა დირექტორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ფეიენოორდთან“ ფრის და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მსაჯი ძალიან მკაცრი იყო, როცა ტეო ერნანდესი სიმულაციისთვის მეორედ გააფრთხილა და გააძევა:
„იმედგაცრუება და ბრაზი არსებობს, ვფიქრობ, გუნდს სიმწიფე დააკლდა. მსაჯი ტეოს მიმართ ძალიან მკაცრი იყო, როცა მეორე ყვითელი ბარათი მისცა. ასეთ მატჩში უნდა გაითვალისწინო ყვითელ ბარათს რისთვის აძლევს. თამაში ამის შემდეგ შეიცვალა. ახლა მთავარია, ეს მარცხი დავძლიოთ და ჩემპიონატზე ვიფიქროთ. ვერ ვიტყვი მსაჯი სწორად მოიქცა თუ არა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ტეო მსახიობია. ის ყოველთვის მაქსიმუმის გაღებას ცდილობს.
„ფეიენოორდი“ ჩვენზე უკეთესი იყო, გაბრაზებულები ვართ, მაგრამ მსაჯზე არა. ჩვენი ბრალია, არ აქვს გამართლება და არ ვეძებთ ალიბს. სარკეში უნდა ჩავიხედოთ, რომ გავიგოთ, რაში შეგვიძლია გაუმჯობესება. გაძევებები ხდება, ამას ვერ გავაკონტროლებთ.
ვფიქრობ, ახლანდელი „მილანი“ ორჯერ ძლიერია, ვიდრე ის „მილანი“, რომელმაც 2022 წელს სკუდეტო მოიგო, ამ გუნდში უფრო მეტი ხარისხია“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ "მილანი" "ფეიენოორდთან" ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.