მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ბარიერის გადალახვა და მომდევნო ეტაპზე გასვლა:
„ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი გამარჯვება და ამაზე კონცენტრირება. ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ, მაგრამ მთავარია ჯგუფი, რომ ყველა კარგად იყოს და შეტევასა და დაცვაში მუშაობდეს. გამართლებაც საჭიროა. ვეცდებით, ეს საღამო „რეალის“ ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი გავხადოთ და ცოტათი მივუახლოვდეთ ყველაზე ლამაზ ტიტულს“, - თქვა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.