ფეხბურთი

22:00 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "VAR-ის სისტემა საშიშია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იტალიელი ვრცლად შეეხო მსაჯების თემას და აღნიშნა, რომ VAR-ი ფეხბურთს აზიანებს და ეს სისტემა საშიშია:

„მსაჯობაზე სათქმელი არაფერია. უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი იმაზე, რაც ხდება. ეს საკმაოდ გასაკვირია. ამ თემაზე დასამატებელი არაფერი მაქვს, რაც „ოსასუნასთან“, „ატლეტიკოსთან“ მოხდა... სამი მატჩია მათი გადაწყვეტილებების გამო დავზარალდით.

სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. VAR-ი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერევა ევროთასებზე, ლა ლიგაში ასე არაა. ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მსაჯები არიან და მსაჯობის ხარისხი უფრო მაღალია. თუმცა, ლა ლიგის ბოლო სამ თამაშში მსაჯებმა აშკარა შეცდომები დაუშვეს.

ეჭვი მაქვს და ვფიქრობ, რომ VAR-მა მსაჯს პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი წაართვა. ცოტა საშიში სისტემაა. VAR-ი აშკარა შეცდომების თავიდან ასაცილებლად დაინერგა და არა ჩვეულებრივ სიტუაციებში ჩარევისთვის. ძნელად გასაგებია. მსაჯებს შეუძლიათ შეცდომის დაშვება, ცხადია, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის VAR-ი რომ იღებს, ჩემთვის გაუგებარია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.120046