ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთაძე კარიერას იაპონურ „მონტედიო იამაგატაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის შემტევი ბოლოს სამხრეთ კორეაში, „გვანჯუს“ რიგებში ირჯებოდა, რომელიც დატოვა და იაპონიაში გადაბარგდა. „მონტედიო იამაგატა“ იაპონიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის.
მიქელთაძეს კარიერის განმავლობაში „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“, „ანორთოსისში“, „რუბინში“, „როტორში“, „ქსანთიში“ და „ნიუკასლ ჯეტსში“ თამაშობდა.