ლეგენდარული მწვრთნელი არიგო საკი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მწვრთნელად დაბრუნებას არ აპირებს.
მან თქვა, რომ შეთავაზებები აქვს, თუმცა, ამჯერად აღნიშნა, რომ არ გაგიჟებულა და დიდი პაუზის შემდეგ, 78 წლის ასაკში არ აპირებს მწვრთნელობას. თუმცა, მზადაა ფეხბურთში დასაბრუნებლად.
„მწვრთნელად არ დავბრუნდები, გიჟი არ ვარ. მაგრამ გალიანის ჩემი თავის რეკომენდაცია გავუწიე მეორე ხარისხოვანი როლისთვის. თუ „მონცას“ ვჭირდები, აქ ვარ“, - თქვა საკიმ.
არიგო საკი ბოლოს პარმას მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც 2001 წელს ავარჯიშებდა, მას მერე მწვრთნელად არ უმუშავია. არიგო საკის კარიერის პიკი 1987-1991 წლებში „მილანს“ უკავშირდება. ასევე იყო „რიმინის“, იტალიის ნაკრების და „ატლეტიკოს“ თავკაცი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1994 წლის მუნდიალის ფინალს თუ არ ჩავთვლით, საკის „მილანის“ ოთხწლიანი პერიოდის გარდა, სერიოზული წარმატებისთვის სხვა სამსახურებში არ მიუღწევია.