ჯანლუიჯი ბუფონის შვილი, ლუის ტომას ბუფონი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.
მთავარმა მწვრთნელმა ვაცლავ ჟილეკმა შემადგენლობა დაასახელა თებერვლის საწვრთნელი შეკრებისთვის, რომელშიც 17 წლის ბუფონიც მოხვდა.
ლუის ტომას ბუფონი „იუვენტუსის“ აკადემიაში გაიზარდა, ამჟამად კი, „პიზას“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. აღსანიშნავია, რომ გასულ უიქ-ენდზე მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა, თუმცა, „ჩეზენას“ წინააღმდეგ ფილიპო ინძაგიმ ის სათადარიგო სკამზე დატოვა.
მამისგან განსხვავებით, უმცროსი ბუფონი შემტევია, გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ფორვარდობაც შეუძლია.
ლუის ტომასის დედა, ჩეხი მოდელი, ალენა სერედოვაა, შესაბამისად, ბუფონის ვაჟს ჩეხეთის მოქალაქეობაც აქვს და ნაკრებშიც მისი გამოძახება ამიტომაცაა შესაძლებელი.