ტურინის „იუვენტუსს“ რანდალ კოლო მუანის შენარჩუნება მიმდინარე სეზონის შემდეგაც სურს და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
ფრანგი ფორვარდი „იუვეს“ იანვარში პსჟ-დან მშრალი იჯარით შეუერთდა, შესაბამისად, ზაფხულში პარიზულ გუნდში უნდა დაბრუნდეს. მაგრამ ფეხბურთელს ლუის ენრიკესთან კონფლიქტი აქვს და პსჟ-ში დაბრუნება არ სურს, პირიქით, უნდა, რომ კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდი კარგად პროგრესირებს კოლო მუანის ტრანსფერზე და პარიზელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საუბარია კიდევ ერთწლიან იჯარაზე, რომელშიც გარკვეული სპორტული შედეგების მიღწევის შემთხვევაში 2026 წლის ზაფხულში გამოსყიდვის ვალდებულება ჩაერთვება. შესაბამისად, „იუვე“ მზადაა რანდალს კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმოს და ფეხბურთელიც მზადაა ტურინში დასარჩენად. ტრანსფერის ფინანსურ მხარეს რაც შეეხება: მომდევნო სეზონის იჯარა "იუვეს" 6 მილიონი ევრო, ხოლო შემდეგ მისი გამოსყიდვა 45 მილიონი უნდა დაუჯდეს.
რანდალ კოლო მუანიმ „იუვენტუსში“ ჯერჯერობით მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 5 გოლის გატანა და 1 საგოლე პასი გაკეთება მოასწრო.