ფეხბურთი

16:19 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან კივუ სერია A-ს გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი კრისტიან კივუ „პარმას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

44 წლის სპეციალისტმა ფაბიო პეკია შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

კივუსთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში პირველი დიდი გამოწვევაა, რადგან აქამდე მხოლოდ „ინტერის“ აკადემიასა და პრიმავერაში აქვს ნამუშევარი.

„პარმა“ სერია A-ში 20 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა.

0.109137