„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა კომენტარი გააკეთა „არისტოკრატთა“ მთავარი მწვრთნელის ენცო მარესკას სიტყვებზე, რომ „ლურჯების" ხელმძღვანელობამ მას ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დაავალა. გუნდი ამჟამად კონფერენს ლიგაზე თამაშობს.
„ვინ ჯანდაბამ უთხრა მას ეს? მეხუმრებით? ეს არის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი.“ ჩვენ ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით. შემიძლია ახლავე დავიფიცო, რომ არასოდეს მინახავს მათი დაწყევლილი თამაში კონფერენს ლიგაზე. არ მაინტერესებს.
ვფიქრობ, მწვრთელის კომენტარი, რომ კლუბი პრემიერლიგის მოგების პრეტენდენტი არ არის, ფეხბურთელების თავებში მყარად ჩაჯდა, ეს კატასტროფაა. წარმოდგენა არ გვაქვს, რას ვაკეთებთ“, - ციტირებს Goal.com ობი მიკელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცხრა მატჩში „ჩელსიმ“ მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა: „ვულვერჰემპტონთან“ (3:1) და „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ (2:1).