„ლივერპული" „ნიუკასლის“ ცენტრფორვარდის ალექსანდერ ისაკის ტრანსფერით დაინტერესდა, - ამის შესახებ ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში წერს.
არნე სლოტის გუნდს სეზონის ბოლოს დარვინ ნუნიესის შეცვლა სურს და უკვე დაადგინა მიზნები. 25 წლის ისაკი „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანია. გარიგება საკმაოდ ძვირი დაჯდება, რადგან პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 75 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში შვედმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისაკით „ბარსელონაცაა" დაინტერესებული.