„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის მინიმალური შანსი აქვს, მადრიდის „რეალთან" პირველი მატჩის წაგების შემდეგ (2:3).
„თუ იკითხავთ, რა არის ჩვენი სიტუაციის გათვალისწინებით, „ბერნაბეუზე“ გამარჯვების ალბათობა, ვიტყვი, რომ შანსები მინიმალურია, 1%. მაგრამ სანამ შანსები არსებობს, ჩვენ ვეცდებით, ყვეაფერი ვიღონოთ წარმატებისთვის“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს The Independent.
მადრიდის „რეალისა" და „მანჩესტერ სიტის" საპასუხო მატჩი ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება მადრიდში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ინგლისურმა კლუბმა ორი ან მეტი ბურთით უნდა მოიგოს. ერთი გოლით მოგება მატჩს დამატებით დროში გადაიყვანს.