„ატალანტას“ შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე „მანჩესტერ სიტის“ ინტერესის სფეროში მოექცა - გვამცნობს TBR Football.
ინგლისური კლუბი 23 წლის ბელგიელს კევინ დე ბრუინის შემცვლელად გრძელვადიან ვარიანტად განიხილავს.
შარლი „ატალანტაში" 2023 წლის აგვისტოდან თამაშობს, სადაც ჯერ იჯარით გადავიდა, შემდეგ კი მუდმივად, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ამ სეზონში 37 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს დე ბრუინი შესაძლოა საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს.