ფეხბურთი

12:16 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„გარეჯმა“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო

ეროვნული ლიგის დებიუტანტი, საგარეჯოს „გარეჯი“ ორკვირიან შეკრებაზეა თურქეთში. ამ ხნის განმავლობაში გარეჯელები ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.ყაზახურ „კასპიისთან“ და „ორდაბასისთან,“ ყირგიზულ „ოზგონთან“ და უზბეკურ ტაშკენტის „ლოკომოტივთან.“

პირველ მატჩში გარეჯელემა 2:1 მოუგეს „კასპიის.“ ჩვენებურთაგან ორივე ბურთი ამ ზამთარს „რუსთავიდან“ გადასულმა 23 წლის გარემარბმა, მათე ქომეთიანმა გაიტანა.

სხვათა შორის, „კასპიი’“ ყოფილი „აქტობეა,“ რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის კარგადაა ნაცნობი. 2022-23 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელი კახი ცხადაძე გახლდათ.

„გარეჯმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გურგენიძე, გალახვარიძე, სვიანაძე, ბამბუკი, მოსაშვილი, თოლორდავა, ძებნიაური, ოლხოვი, ეკონგოლო, ვეკუა, პაპავა.

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, ბედოშვილი, გოგობერიშვილი, კამლაძე, გულისაშვილი, ქომეთიანი, გოგოლაშვილი, ალექსიძე, კასრელიშვილი.

0.125608