ფეხბურთი

10:26 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის შესაძენად დაიწყო მუშაობა

ლევერკუზენის „ბაიერის“ გერმანელმა ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა კატალონიური „ბარსელონას“ ყურადღება მიიპყრო - წერს El Nacional.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელს, რომლის ღირებულებას Transfermarkt 140 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ სამიზნედ განიხილავენ, მას შემდეგ, რაც ჯამალ მუსიალამ „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ესპანური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტიც“ დაინტერესდნენ. მათ შეუძლიათ ვირცს კატალონიურ კლუბზე უფრო სერიოზული ხელფასი შესთავაზონ.

ფლორიან ვირცმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე 35 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.133262