„ბარსელონამ“ ლა ლიგის 24-ე ტურში „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალს“ დაეწია.
ჰანსი ფლიკის გუნდმა კარგად გამოიყენა „რეალის“ და „ატლეტიკოს“ ფეხის დაცდენა, რომლებმაც ამ ტურში ქულები დაკარგეს.
კატალონიურმა გრანდმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 28-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
„ბარსელონა“ ლა ლიგას „რეალთან“ ერთად ლიდერობს, ორივე გუნდს 51-51 ქულა აქვთ, ხოლო მესამე ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოა“, რომლის აქტივში 50 ქულაა. მომდევნო ტურში „ბარსა“ 22 თებერვალს, სტუმრად „ლას პალმასს“ დაუპირისპირდება.