ფეხბურთი

0:09 | 18.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობას აჩქარებს

ლისაბონის „სპორტინგი“ „ლევანტედან“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს აჩქარებს. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა Leonino იტყობინება.

წყაროს თანახმად, ლისაბონური კლუბისთვის ქოჩორაშვილის შეძენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. გუნდს დანიელ ბრაგანსა დიდი ხნით გამოაკლდა, მომდევნო სეზონის სტარტსაც გამოტოვებს, რის გამოც ზაფხულში ქოჩორაშვილის შეძენა „სპორტინგს“ აუცილებლად სურს.

პორტუგალიური კლუბი „ლევანტესთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს 5.5 მილიონ ევროდ, რასაც ბონუსის სახით 1.5 მილიონიც უნდა დაემატოს.

გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

0.062671