ფეხბურთი

23:20 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილის შეძენა ბულგარულ კლუბს სურს, "სარაევოს" შეთავაზება არ მოსწონს

„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის შეძენა სოფიის „ლევსკის“ სურდა და ბოსნიელებს შეთავაზებაც გაუკეთეს.

თუმცა, როგორც ბულგარული მედია იტყობინება, „ლევსკის“ შეთავაზება მხოლოდ 250 000 ევროს შეადგენდა, რაც „სარაევოსთვის“ მიუღებელი იყო და უარი თქვეს. ბოსნიელები იმედოვნებენ, რომ გულიაშვილს 2-3 მილიონი ევროს ფარგლებში გაყიდიან.

ქართველ ფორვარდს შესანიშნავი სეზონი აქვს და 23 მატჩში 15 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. გიორგის რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2028 წლის ზაფხულამდე განაახლა, მაგრამ კლუბი სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში მას წასვლაში ხელს არ შეუშლის.

0.117829