ფეხბურთი

22:40 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი შესაძლოა მწვრთნელობას 24-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი შესაძლოა საქმიანობას 78 წლის ასაკში დაუბრუნდეს.

საკის მწვრთნელად უკვე 24 წელია არ უმუშავია, მაგრამ თავად თქვა, რომ შეთავაზებები აქვს და ფიქრობს დაბრუნებაზე:

„შეიძლება მწვრთნელობას დავუბრუნდე, სურვილი მაქვს. რამდენიმე შეთავაზება მივიღე, როგორც იტალიური, ისე უცხოური კლუბებისგან“, - თქვა საკიმ.

არიგო საკი ბოლოს პარმას მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც 2001 წელს ავარჯიშებდა, მას მერე მწვრთნელად არ უმუშავია. არიგო საკის კარიერის პიკი 1987-1991 წლებში „მილანს“ უკავშირდება. ასევე იყო „რიმინის“, იტალიის ნაკრების და „ატლეტიკოს“ თავკაცი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1994 წლის მუნდიალის ფინალს თუ არ ჩავთვლით, საკის „მილანის“ ოთხწლიანი პერიოდის გარდა, სერიოზული წარმატებისთვის სხვა სამსახურებში არ მიუღწევია.

თეგებიარიგო საკი
0.113928