„ფროზინონედან“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, მთავარი მწვრთნელი ლეანდრო გრეკო გაათავისუფლეს.
მიზეზი წარუმატებელი შედეგია, რადგან „ფროზინონე“ სერია B-ში 26 ტურის შემდეგ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში. გრეკოს კარისკენ „რეჯანასთან“ ფრის (1:1) შემდეგ მიუთითეს. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას.
გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ფროზინონე“ უახლოს შეხვედრას 23 თებერვალს, უშუალო კონკურენტ და ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.