იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ.
როგორც გამოცემა აღნიშნა, ფეხბურთელის შესანარჩუნებლად „ნაპოლის“ კონტრაქტის დროული განახლება მართებდა, რაც კლუბმა ვერ მოახერხა.
„მანას თქმით, „ნაპოლი“ იძულებული გახდა, კვარაცხელია გაეყიდა. თითქმის შანტაჟზეც ილაპარაკა, სინამდვილეში კი, საკმარისი იყო მისთვის კონტრაქტის განახლება და პირობების გაუმჯობესება, რათა უეფას ტრანსფერების ტარიფები მე-17 მუხლის დებულებით, კონტროლის ქვეშ ყოფილიყო“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გაყიდა.