ფეხბურთი

19:20 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან ტსხიპი იქნება, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობია.

ჯონ ვან ტსხიპმა სომხეთის ნაკრებთან 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია სომხეთის ფედერაციამ დაადასტურა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოლოს "აიაქსში" მუშაობდა, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა და მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მატჩის ჩატარება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე სწორედ სომხეთის ნაკრები იქნება, რომელსაც ერთა ლიგის B დივიზიონის დასარჩენად მატჩებში დავუპირისპირდებით. პირველი შეხვედრა სომხეთში 20 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 3 დღეში თბილისში შედგება.

0.068469