ფეხბურთი

20:35 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ მენიო და "მილანი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

"მილანის" ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს მაიკ მენიოსთან ახალი კონტრაქტის საკითხზე და როგორც მატეო მორეტო იტყობინება ყველაფერი მზადაა, დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ფრანგი მეკარის ხელმოწერა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით მენიო "მილანში" 2028 წლამდე დარჩება და შემდეგი სეზონიდან მისი ანაზღაურება 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მაიკ მენიო "მილანის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 36 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.118273