ანტონიო რუდიგერი და დავიდ ალაბა გამოჯანმრთელდნენ და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადებიან.
თავდაპირველი ცნობებით გერმანელი ფეხბურთელის დაზიანება უფრო სერიოზული იყო და მას "სიტისთან" ორივე შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალისა" და მანჩესტერ "სიტის" დაპირისპირება 19 თებერვალს გაიმართება. "ეტიჰადზე" გამართული პირველი მატჩი "რეალის" გამარჯვებით 3:2 დასრულდა და ყველაფერი მადრიდში გაირკვევა.