ფეხბურთი

18:15 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი დატოვოს

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესპანეთის ჩემპიონატის პრეზიდენტზე ხაბიერ ტებასიზე და სამსაჯო კომიტეტზე ძალიან გაბრაზებულია და ამის გამო ლა ლიგის დატოვებას განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

ეს ყველაფერი "ესპანიოლისა" და მადრიდის "რეალის" მატჩის (1:0) შემდეგ დაიწყო, მადრიდელები თვლიან, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მსაჯებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და ეს ყველაფერი მათი მხრიდან განზრახ ქმედებას ჰგავდა. ამ ყველაფრის გამო "სამეფო" კლუბმა საჩივარი შეიტანა, თუმცა უშედეგოდ.

ესპანური გამოცემის თქმით ფლორენტინო პერესი საფრანგეთის ლიგა 1-ში გერმანიის ბუნდესლიგასა და იტალიის სერია A-ში შესაძლო გადასვლას განიხილავს, თუმცა გამოცემა იქვე დასძენს, რომ ეს ყველაფერი ძნელად წარმოსადგენია.

"რეალი" ესპანეთის ჩემპიონატს 24 ტურის შემდეგ
51 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილოსან "ატლეტიკოს" ქულით უსწრებს.

0.122862