"ნიუკასლმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა შვედი ლეგიონერი ალექსანდერ ისაკი გაყიდოს.
როგორც Daily Mail-ი იტყობინება, "კაჭკაჭების" მესვეურები მზად არიან 100 მილიონი სანაცვლოდ ალექსანდრ ისაკს შეელიონ. იმ შემთხვევაში, თუ "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება, მისი შენარჩუნება ინგლისელებს ძალიან გაუჭირდებათ და მზად არიან ფეხბურთელი გაყიდონ.
25 წლის შვედი ფორვარდის შეძენით "ბარსელონა", "არსენალი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ ისაკი "ნიუკასლის" რიგებს 2022 წელს "სოსიედადიდან" 70 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. მას მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 17 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაა.