ფეხბურთი

14:25 | 17.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: "წაგება მეზიზღება, მაგრამ ჩემს საქმეში დარწმუნებული ვარ და მომავალი არ მაწუხებს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ტოტენჰემთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, დარწმუნებულია იმ იდეებში, რომელსაც გუნდში ატარებს და თავისი მომავლის არ ეშინია:

„თამაშში განსხვავება იმან შექმნა, რომ მათ გოლი გაიტანეს, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი გვქონდა. არ მაწუხებს ჩემი მომავალი, წაგება მძულს, ეს გრძნობა ყველაზე ცუდია. თუმცა, დარწმუნებული ვარ ჩემს მუშაობაში და მხოლოდ თამაშების მოგება მინდა. ბევრი პრობლემა მაქვს, აქ ჩემი საქმე ძალიან რთულია, მაგრამ მჯერა ჩემი თავის“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში 25 ტურიდან 12-ჯერ მარცხი განიცადა, მხოლოდ 29 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.

0.120489