მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა „იუვენტუსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან ძლიერები არიან, რის გამოც ნაკლებად კონცენტრირებული თამაშობენ.
„თუ ჩვენ სწორი დამოკიდებულებით გავდივართ მოედანზე, ჩვენს წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია, ეს ჩემი აზრია, ძალიან ძლიერები ვართ, მაგრამ სწორედ ამის მოედანზე ხშირად კონცენტრაციის გარეშე გავდივართ, რის საფასურსაც ვიხდით. არანაირი ფიზიკური დაღლილობა არ არს, მაგრამ ძალიან ძლიერები ვართ და შესაძლოა, სწორედ ესაა პრობლემა“, - თქვა მხითარიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ში 54 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 2 ქულით ჩამორჩება.