ბრაზილიის პაულისტას ჩემპიონატის მე-10 ტურში „სანტოსმა“ „აგუ სანტა“ 3:1 დაამარცხა, ნეიმარმა კი, დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
ბრაზილიელმა მე-14 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში. ნეიმარმა გოლს საგოლე პასი დაუმატა და მისი გადაცემით საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე გულერმემ დააფიქსირა.