ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მოგება ფეხბურთელების დამსახურებაა:
„რთული პირველი ტაიმი გვქონდა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. მეორე ტაიმში მეტი ენერგია დავხარჯეთ და უკეთ ვითამაშეთ, რის გამოც მოგება დავიმსახურეთ. მოედანზე მე არ გავდივარ, ამას ფეხბურთელები აკეთებენ და გამარჯვებაც მათი დამსახურებაა. ახალგაზრდა, მაგრამ მაღალი ხარისხის ფეხბურთელები მყავს“, - თქვა ტიაგო მოტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 46 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ლაციოსთან“ ერთად იყოფს. ტიაგო მოტას გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო სერია A-ში ზედიზედ სამი და ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მატჩი.