„ნაპოლი“ „ლილის“ და კოსოვოს ნაკრების გარემარბის, ედონ ჟეგროვას გადაბირებითაა დაინტერესებული.
ნიკოლო სკირას ცნობით, კოსოვოელ ფეხბურთელს ზაფხულში ფრანგული კლუბის დატოვება სურს, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. შეიძლება, სწორედ ჟეგროვა იყოს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი.
25 წლის ჟეგროვა „ლილში“ 2021 წლიდან თამაშობს და 107 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ბაზელის“ ღირსებას იცავდა.