გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „მაინცთან“ 0:2 დამარცხდა.
ფრანკ შმიდტის გუნდს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და უკვე ზედიზედ მეხუთედ წააგო ბუნდესლიგაში.
„მაინცმა“ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და მშვიდად მოიგო. ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, საგოლე შანსი არ ჰქონია. ბუდუ ისევ სადებიუტო გოლის მოლოდინშია, მის აქტივში ჯერჯერობით, ერთადერთი საგოლე პასია.
„ჰაინდეჰაიმი“ 22 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ ბურთების ბალანსით უსწრებს. მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე 23 თებერვალს, „ლაიფციგი“ იქნება.